Sunday, July 19, 2009

2009 ზოგადი უნარების ტესტი III ვარიანტი ( ტესტი პასუხებით )

2
ვერბალური ნაწილი
ანალოგიები
ამ სახის დავალებებში მოცემულია მუქი შრიფტით გამოკვეთილი ორი სიტყვა,
რომელთა მნიშვნელობებს შორის არსებობს გარკვეული მიმართება. დაადგინეთ, რა
სახისაა ეს მიმართება.
სავარაუდო პასუხთა ყოველ ვარიანტში ასევე მოცემულია მნიშვნელობით
ურთიერთდაკავშირებული სიტყვების წყვილი. აირჩიეთ მათგან ის წყვილი, რომელშიც
სიტყვათა მნიშვნელობებს შორის მიმართება გამუქებულ სიტყვათა ურთიერთმიმართების
მსგავსია (ანალოგიურია). პასუხის არჩევისას გაითვალისწინეთ წყვილებში სიტყვათა
თანმიმდევრობა.
1. კინოკამერა : კინოდარბაზი
(ა) მათრახი : დოღი
(ბ) ღუზა : პორტი
(გ) სახნისი : წისქვილი
(დ) ფუნჯი : გალერეა
2. სკა : თაფლი
(ა) რეზიდენცია : კაბინეტი
(ბ) არქივი : დოკუმენტი
(გ) ბეღელი : ფქვილი
(დ) მარანი : ღვინო
3. პროგრესი : განვითარება
(ა) კონსტრუირება : მშენებლობა
(ბ) ადაპტირება : შეგუება
(გ) იმპროვიზება : თხზვა
(დ) რესტავრირება : მიბაძვა
4. სიურპრიზი : მოსალოდნელი
(ა) კურიოზი : შემთხვევითი
(ბ) ფსევდონიმი : გამოგონილი
(გ) პარადოქსი : ჩვეულებრივი
(დ) სატირა : კრიტიკული
5. ვეფხვი : არწივი
(ა) აბი : მალამო
(ბ) დოქი : სურა
(გ) სინონიმი : ანტონიმი
(დ) პალიტრა : ქაღალდი
6. დამცველი : ადვოკატი
(ა) მებადური : მეთევზე
(ბ) მრჩეველი : მინისტრი
(გ) მეგზური : გიდი
(დ) მეაბჯრე : რაინდი
3
7. ჯავშანი : სკაფანდრი
(ა) შენაკადი : შესართავი
(ბ) კვირტი : ყვავილი
(გ) იგავი : ნოველა
(დ) გუგა : თვალი
8. აზროვნება : უნარი
(ა) განხეთქილება : სტაბილიზაცია
(ბ) პაექრობა : შეჯიბრი
(გ) დუელი : ბრძოლა
(დ) დევნა : გაქცევა
9. ბუმერანგი : დაბრუნება
(ა) მანერა : თავისებურება
(ბ) ლატარია : შემთხვევითობა
(გ) მედალი : დამსახურება
(დ) ეფექტი : შთაბეჭდილება
წინადადებების შევსება
ამ სახის დავალებებში მოცემულია წინადადებები, რომლებშიც რამდენიმე სიტყვაა
გამოტოვებული. გამოტოვებული სიტყვები წინადადებაში ხაზებით არის აღნიშნული.
ერთი ხაზი ზოგჯერ ერთ სიტყვას გულისხმობს, ზოგჯერ კი _ რამდენიმეს.
სავარაუდო პასუხთა ყოველ ვარიანტში მოცემულია სიტყვათა ჯგუფი, რომლის
ნაწილები ერთმანეთისგან დახრილი ხაზებითაა (/) გამიჯნული. აირჩიეთ პასუხის ის
ვარიანტი, რომლის თითოეული ნაწილის თანმიმდევრულად ჩასმა შესაბამის
გამოტოვებულ ადგილებში აზრობრივად გამართულ წინადადებას მოგვცემს.
10. თუ არაბულ პოეზიაში ქალი _____ იქნება შედარებული, არ გეგონოთ, თითქოს
პოეტს _____ ჰქონდეს მიზნად. ბედუინისთვის ____ უფრო ძვირფასი ამქვეყნად _____
არსებობს. მთარგმნელმა ეს მეტაფორა სიტყვასიტყვით რომ თარგმნოს, აბსურდი
გამოუვა.
(ა) ალმასთან ან მარგალიტთან / მისი შეურაცხყოფა / ალმასსა და მარგალიტზე /
ბევრი რამ
(ბ) ცხენთან ან აქლემთან / მისი შეურაცხყოფა / აქლემზე და ცხენზე / არაფერი
(გ) ცხენთან ან აქლემთან / მისთვის ხოტბის შესხმა / აქლემზე და ცხენზე / არაფერი
(დ) ალმასთან ან მარგალიტთან / მისთვის ხოტბის შესხმა / ალმასსა და მარგალიტზე /
არაფერი
4
11. _____ , რომ _____ ქვეყნებს _____ გავლენა მოახდინონ თავიანთ ბევრად უფრო
_____ რეალურ თუ პოტენციურ მოკავშირეებზე.
(ა) კანონზომიერია / ძლიერ, აგრესიულ / არ შეუძლიათ რაიმე / სუსტ
(ბ) პარადოქსად შეიძლება მოგვეჩვენოს / პატარა, სუსტ / არ შეუძლიათ რაიმე / ძლიერ
(გ) არაკანონზომიერია / ძლიერ, აგრესიულ / შეუძლიათ დიდი / სუსტ
(დ) პარადოქსად შეიძლება მოგვეჩვენოს / პატარა, სუსტ / შეუძლიათ დიდი / ძლიერ
12. ჩვენ _____ განვასხვავებთ მოვლენათა კლასებს ერთმანეთისგან, _____ ამ კლასების
ცალკეულ წევრთა თავისებურებებს _____ : ჩვენ კარგად ვარჩევთ ეკალს ვარდისგან,
მაგრამ განა ასევე ცხადად _____ იმას, რაც ყოველ ეკალს განარჩევს ყველა დანარჩენი
ეკლისგან და ყოველ ვარდს _ სხვა ვარდებისგან?
(ა) ძნელად / ხოლო თვით / ადვილად ვამჩნევთ / ვხედავთ
(ბ) ადვილად / ანალოგიურად, / ვერ ვამჩნევთ / არ ვხედავთ
(გ) ძნელად / ანალოგიურად, / ადვილად ვამჩნევთ / არ ვხედავთ
(დ) ადვილად / ხოლო თვით / ვერ ვამჩნევთ / ვხედავთ
13. მანერასა და სტილს შორის ის _____ , რომ სტილი _____ , მანერა კი _____ ,
უფრო _____ შედეგი.
(ა) განსხვავებაა / ვარჯიშისა და გაწაფვის მაჩვენებელია / გარეგანი მოვლენაა /
დაოსტატებისა და წვრთნის
(ბ) მსგავსებაა / განცდებისა თუ განწყობილებათა გარეგნული გამოხატულებაა /
შინაგანი მოვლენაა / ვარჯიშისა და გაწაფვის
(გ) განსხვავებაა / განცდებისა თუ განწყობილებათა მთელი შინაგანი ორგანიზაციის
გამოვლინებაა / გარეგანი მოვლენაა / ვარჯიშისა და გაწაფვის
(დ) მსგავსებაა / ვარჯიშისა და გაწაფვის მაჩვენებელია / გარეგანი მოვლენაა / ფიქრისა
და თვითგამოხატვის
5
ლოგიკა
ამ სახის დავალებები განსხვავდება ერთმანეთისგან წინასწარი მონაცემებისა და
გამოსატანი დასკვნების თვალსაზრისით. ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ
შეკითხვას, რომელიც ახლავს თითოეულ დავალებას, და მოცემული ვარიანტებიდან
აირჩიეთ შესაბამისი პასუხი.
ზოგიერთ შეკითხვაზე პასუხის გაცემას გაგიადვილებთ მონაცემების გამოსახვა
ნახაზის ფორმით.
14. მოცემულია:
• ჭიამაია უფრო ზრუნავს ტყის ეკოსისტემაზე, ვიდრე კოდალა
• ჭიამაია პატარა მწერია
• კოდალა ტყის ფრინველია
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი დებულება გამომდინარეობს ამ მონაცემებიდან?
(ა) ზოგიერთი პატარა მწერი უფრო ზრუნავს ტყის ეკოსისტემაზე, ვიდრე ზოგიერთი
ტყის ფრინველი
(ბ) ზოგიერთი პატარა მწერი ყველა ტყის ფრინველზე უფრო მეტად ზრუნავს ტყის
ეკოსისტემაზე
(გ) პატარა მწერები უფრო ზრუნავენ ტყის ეკოსისტემაზე, ვიდრე ტყის ფრინველები
(დ) ნებისმიერი პატარა მწერი ზოგიერთ ტყის ფრინველზე უფრო მეტად ზრუნავს ტყის
ეკოსისტემაზე
15. მოცემულია ორი დებულება:
• ჩვენი სკოლის არც ერთი მეათეკლასელი არ იცნობს თბილისის `დინამოს~ არც
ერთ ფეხბურთელს
• ჩვენი სკოლის ყველა მეათეკლასელი იცნობს ჩვენივე სკოლის ყველა
მეცხრეკლასელს
გამოიტანეს დასკვნა:
თბილისის `დინამოს~ არც ერთი ფეხბურთელი არ იცნობს ჩვენი სკოლის არც ერთ
მეცხრეკლასელს.
ეს დასკვნა:
(ა) გამომდინარეობს ორივე დებულებიდან, მაგრამ არ გამომდინარეობს არც ერთიდან
ცალ-ცალკე
(ბ) გამომდინარეობს თითოეული დებულებიდან ცალ-ცალკე
(გ) გამომდინარეობს მხოლოდ ერთ-ერთი დებულებიდან
(დ) არ გამომდინარეობს მოცემული დებულებებიდან
6
16. რესტორნის მენეჯერმა შეამჩნია, რომ მუდმივი კლიენტების უმრავლესობა ირჩევდა იმ
მაგიდებს, რომლებსაც D ოფიციანტი ემსახურებოდა. მენეჯერმა ეს ახსნა D ოფიციანტის
კლიენტებთან მოქცევის განსაკუთრებული მანერით.
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი მატებს დამაჯერებლობას მენეჯერის ამ ვარაუდს?
(ა) რესტორანი ქალაქის გარეუბანში მდებარეობდა და ამიტომ მის მუდმივ კლიენტთა
რაოდენობა მეტად მცირე იყო
(ბ) თავაზიანობა და კლიენტთა ხარისხიანი მომსახურება _ რესტორნის ოფიციანტთა
მთავარი სამოქმედო სტრატეგია იყო
(გ) მაგიდები, რომლებსაც ემსახურებოდა D ოფიციანტი, ორკესტრისგან მოშორებულ
ადგილას იყო განლაგებული, საიდანაც მთელი ქალაქი ჩანდა
(დ) D ოფიციანტი, დანარჩენებისგან განსხვავებით, მომსახურების სხვადასხვა სტრატეგიას
მიმართავდა, იმისდა მიხედვით, თუ ვინ იყო მისი კლიენტი
17. მოცემულია:
• მხოლოდ მიზანდასახული ადამიანები შეიძლება იყვნენ წარმატებულნი
• მხოლოდ წარმატებული ადამიანები იმსახურებენ სხვათა პატივისცემას
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი გამომდინარეობს ამ დებულებებიდან?
(ა) ყველა ადამიანი, რომელიც სხვათა პატივისცემას იმსახურებს, მიზანდასახულია
(ბ) არ არსებობენ მიზანდასახული ადამიანები, რომლებიც სხვათა პატივისცემას არ
იმსახურებენ
(გ) ყველა მიზანდასახული ადამიანი წარმატებულია
(დ) არსებობენ წარმატებული ადამიანები, რომლებიც მიზანდასახულნი არ არიან
18. მოცემულია:
• ნინო სწავლობს სამხატვრო სკოლაში და თხილამურებითაც კარგად სრიალებს
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი უნდა ავირჩიოთ მეორე წანამძღვრად, რომ შევძლოთ
დავასკვნათ:
• არსებობენ სამხატვრო სკოლის მოსწავლეები, რომლებიც თხილამურებითაც კარგად
სრიალებენ და თეატრშიც ხშირად დადიან
(ა) სამხატვრო სკოლის ზოგიერთი მოსწავლე თეატრში ხშირად არ დადის
(ბ) არ არსებობს სამხატვრო სკოლის მოსწავლე, რომელიც თეატრში ხშირად არ დადის
(გ) სამხატვრო სკოლის ზოგიერთი მოსწავლე, რომელიც თეატრში ხშირად არ დადის,
თხილამურებით კარგად სრიალებს
(დ) სამხატვრო სკოლის მოსწავლეები, რომლებიც თხილამურებით კარგად ვერ სრიალებენ,
თეატრში ხშირად დადიან
7
წაკითხული ტექსტის გააზრება
ყურადღებით წაიკითხეთ და გაიაზრეთ ტექსტი. თითოეული შეკითხვის სავარაუდო
პასუხებიდან აირჩიეთ ის ვარიანტი, რომელიც მართებულია მოცემული ტექსტის მიხედვით.
ადამიანის ერთ-ერთი შემეცნებითი უნარის _ ყურადღების მეცნიერული
შესწავლისას მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, თუ რა აღძრავს ყურადღებას და რა
წარმართავს მას ამა თუ იმ მიმართულებით. ყურადღება ყოველთვის გარკვეული ქცევის
პროცესშია ჩართული, როგორც მისი აუცილებელი პირობა, ხოლო ქცევა ამა თუ იმ
მოთხოვნილების დაკმაყოფილებას ემსახურება. ამიტომ ყურადღების გამომწვევ ძირითად
ფაქტორად მოთხოვნილებას მიიჩნევენ. განასხვავებენ ყურადღების აქტიურ და უნებლიე
ფორმებს. აქტიურ ყურადღებაზე მაშინ საუბრობენ, როდესაც ადამიანი განზრახ
მიმართავს ყურადღებას გარკვეულ ობიექტზე. ყურადღების იმპულსური, უნებლიე ფორმა
კი სუბიექტის მიზნებსა და მისწრაფებებზე არაა დამოკიდებული. ზოგიერთი ფაქტორი
ყურადღებას ჩვენდა უნებურად აღძრავს. თუმცა, ეს ფაქტორები მაინც უკავშირდება
ჩვენს მოთხოვნილებებს _ მათ თითქმის ყოველთვის თან სდევს ისეთი მოვლენა,
რომელიც, შესაძლოა, საფრთხის შემცველი იყოს ცოცხალი არსებისთვის, ან კიდევ
სასარგებლო. მაშასადამე, ყოველივე ამის შემჩნევა და სათანადოდ რეაგირება მის
მოთხოვნილებას წარმოადგენს.
უნებლიე ყურადღების გამომწვევ ფაქტორთაგან, უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია
გარემოდან მიღებული შთაბეჭდილების ინტენსივობა. ამიტომაა, რომ სიგნალად,
ჩვეულებრივ, ძლიერ ხმას (ზარი, სირენა და ა.შ.) იყენებენ. ინტენსიურ შთაბეჭდილებებს
შეიძლება მივაკუთვნოთ, აგრეთვე, ობიექტთა სიმრავლე ან სიდიდე. ცნობილია, რომ დიდი
ობიექტი უფრო იქცევს ჩვენს ყურადღებას, ვიდრე პატარა. რეკლამის ფსიქოლოგიაში ამ
გარემოებას დიდი ხანია ითვალისწინებენ და ერთგვარი კანონის მნიშვნელობასაც ანიჭებენ,
რომელიც აისახება ფორმულაში: ყურადღების მიზიდვის ძალა პლაკატის ზედაპირის
ფართობის პროპორციულად იზრდება. ჩვენს ყურადღებას ადვილად იქცევს ობიექტთა
ისეთი მახასიათებლებიც, როგორებიცაა მკვეთრი ფერი, სპეციფიკური სუნი.
უნებლიე ყურადღების გამომწვევ ფაქტორად მიიჩნევენ, აგრეთვე, ცვლილებას _
არსებული თუ ჩვეულებრივი მდგომარეობის შეცვლას. მაგალითად, მეწისქვილეს მაშინვე
გაეღვიძება, როგორც კი ღამე წისქვილი გაჩერდება. მას ხმაურის დროს სძინავს და
სწორედ ხმაურის შეწყვეტა აღვიძებს. ცვლილება ძალზე ფართო ცნებაა. მაგალითად,
მოძრაობასაც, როგორც ადგილმდებარეობის შეცვლას, ცვლილების ერთ-ერთ შემთხვევად
განიხილავენ და მას ყურადღების გამომწვევ ფაქტორად მიიჩნევენ. ხშირად ცხოველები
ინსტინქტურად უძრავად ჩერდებიან ერთ ადგილას, რათა შეუმჩნეველნი დარჩნენ
მტრისთვის ან მსხვერპლისთვის.
როდესაც არსებულ სიტუაციაში ჩნდება ახალი, უცნობი, მოულოდნელი, უჩვეულო
მოვლენა თუ ობიექტი, ხდება ერთგვარი ცვლილება და ჩვენ ყურადღებას მისკენ მივმართავთ.
მაგრამ ყურადღების გამომწვევი არანაკლებ ძლიერი ფაქტორი შეიძლება იყოს საწინააღმდეგო
გარემოებაც _ ნაცნობი, ჩვეული. საკმარისია უცნობ საზოგადოებაში ერთი ნაცნობი
აღმოჩნდეს, რომ, უპირველეს ყოვლისა, მას შევამჩნევთ. ამ მაგალითს თუ დავუკვირდებით,
არსებითად, აქაც ცვლილების ნიშნებს დავინახავთ. მართლაც, უცნობთა შორის ნაცნობი
იგივეა, რაც ნაცნობთა შორის უცნობი: საერთო შთაბეჭდილებას უმრავლესობა ქმნის, ხოლო
ამ უმრავლესობისგან განსხვავებულ ობიექტს _ ნაცნობი იქნება ის თუ უცნობი _ საერთო
შთაბეჭდილებაში სიახლე შეაქვს. სწორედ ასევე, მოსალოდნელიცა და მოულოდნელიც
ერთნაირად იქცევს ყურადღებას, იმიტომ, რომ ორივე რაღაც ახალს ნიშნავს _ იმას, რაც
აქამდე არ იყო და მხოლოდ ახლა გაჩნდა. როდესაც ვინმეს ველოდებით, კართან უმნიშვნელო
ხმაურიც კი საკმარისია, რომ იმწამსვე მივაქციოთ მას ყურადღება.
8
19. I აბზაცში მოცემული ფრაზა _ `ყურადღება ყოველთვის გარკვეული ქცევის
პროცესშია ჩართული, როგორც მისი აუცილებელი პირობა~ _ გულისხმობს, რომ
ყურადღება:
(ა) ემსახურება ამა თუ იმ ქცევის წარმართვას გარკვეული მიმართულებით
(ბ) უზრუნველყოფს ამა თუ იმ მოთხოვნილების დაკმაყოფილებაზე მიმართული
აქტივობის განხორციელებას
(გ) ქმნის ამა თუ იმ მოთხოვნილების დაკმაყოფილებისათვის აუცილებელ ყველა პირობას
(დ) განაპირობებს ამა თუ იმ ქცევის აღძვრასა და განხორციელებას
20. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი წინადადება არ შეიძლება იყოს მართებული?
(უპასუხეთ II აბზაცის მიხედვით)
(ა) რაც უფრო მკვეთრი სურნელი აქვს ყვავილს, მით უფრო მოსალოდნელია, რომ ის
მიიზიდავს ჩვენს ყურადღებას
(ბ) რაც ნაკლებ კონტრასტულია საგნის ფერი სხვა ობიექტების ფონზე, მით უფრო
მოსალოდნელია, რომ ის არ მიიზიდავს ჩვენს ყურადღებას
(გ) რაც უფრო მეტი წიგნია თაროზე, მით უფრო მოსალოდნელია, რომ ის მიიზიდავს
ჩვენს ყურადღებას
(დ) რაც უფრო მცირე ზომისაა ობიექტი, მით ნაკლებ მოსალოდნელია, რომ ის არ
მიიზიდავს ჩვენს ყურადღებას
21. ქვემოთ ჩამოთვლილია ყურადღების გამომწვევი ფაქტორები და მათი მაგალითები:
I. შთაბეჭდილების ინტენსივობა
II. მოულოდნელობა
III. მოძრაობა
A. სხვადასხვა ფერის კუბურებს შორის სამი წლის ბავშვმა წითელი აირჩია
B. სტუდენტი ხელს სწევს პედაგოგის შეკითხვაზე პასუხის გასაცემად
ჩ. ღრმად ჩაძინებულ ადამიანს მაღვიძარას ხმაზე გამოეღვიძა
D. ფეხით მოსიარულე უმალ ჩერდება წინ მიმავალი ადამიანის წაბორძიკებისას
რომელ ფაქტორებს შეესაბამება ეს მაგალითები, ანუ პასუხის ვარიანტებიდან რომელია
მართებული?
(ა) I _ A და ჩ, II _ D, III _ B
(ბ) I _ A და D, II _ B, III _ ჩ
(გ) I _ A, II _ B და ჩ, III _ D
(დ) I _ B, II _ ჩ და D, III _ A
9
22. წისქვილის ხმაურის შეწყვეტისას მეწისქვილეს ეღვიძება. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან
რომელია ამ ფაქტის მართებული ახსნა?
(ა) ხმაურის შეწყვეტა შეიძლება იყოს არასასურველი მოვლენის სიგნალი, რომლის
შემჩნევა მეწისქვილის მოთხოვნილებას წარმოადგენს
(ბ) ხმაურის შეწყვეტა არღვევს მეწისქვილის ძილის ჩვეულ რეჟიმს, ამ რეჟიმის
უცვლელად შენარჩუნება კი მეწისქვილის მოთხოვნილებას წარმოადგენს
(გ) წისქვილის მუშაობის შეწყვეტა გარემო პირობების ცვლილებაზე მიანიშნებს და ახალ
ვითარებასთან შეგუებას განაპირობებს
(დ) წისქვილის მუშაობის შეწყვეტა შეიძლება საშიშროების მაუწყებელი სიგნალი იყოს,
რომელიც არღვევს წლების განმავლობაში დამკვიდრებულ მუშაობის რეჟიმს
23. ცხოველები ინსტინქტურად უძრავად ჩერდებიან ერთ ადგილზე, რადგან:
(ა) უძრავად ერთ ადგილზე ყოფნა მტრისგან თავის დაცვის ძირითადი საშუალებაა
(ბ) მტაცებლები მხოლოდ მოძრავ ობიექტზე ნადირობენ
(გ) მტაცებლები მხოლოდ ჩასაფრებით ახერხებენ რაიმეს მონადირებას
(დ) ზოგიერთი ცხოველის ყურადღებას მოძრავი ობიექტი იქცევს
24. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელშია ახსნილი ყურადღების გამომწვევი ერთ-ერთი
ფაქტორის მოქმედების მექანიზმი? (უპასუხეთ ბოლო აბზაცის მიხედვით)
(ა) როდესაც არსებულ სიტუაციაში ჩნდება უცნობი, მოულოდნელი, უჩვეულო მოვლენა
თუ ობიექტი, ჩვენ ყურადღებას მისკენ მივმართავთ
(ბ) საერთო შთაბეჭდილებას უმრავლესობა ქმნის, ხოლო ამ უმრავლესობისგან
განსხვავებულ ობიექტს საერთო შთაბეჭდილებაში სიახლე შეაქვს
(გ) როდესაც ვინმეს ველოდებით, კართან უმნიშვნელო ხმაურიც კი საკმარისია, რომ
იმწამსვე მივაქციოთ მას ყურადღება
(დ) საკმარისია უცნობ საზოგადოებაში ერთი ნაცნობი აღმოჩნდეს, რომ, უპირველეს
ყოვლისა, მას შევამჩნევთ
25. რა არის მოცემული ტექსტის დანიშნულება?
(ა) გამოკვეთოს ყურადღების მნიშვნელობა ადამიანის აქტივობაში, განსაზღვროს
ყურადღების ორი ძირითადი ფორმის ურთიერთმიმართება
(ბ) დაახასიათოს ყურადღების, მოთხოვნილებისა და ქცევის ურთიერთკავშირი,
გააანალიზოს ყურადღების გამომწვევი ყველა ძირითადი ფაქტორი
(გ) გაგვაცნოს ყურადღების ორი ფორმა, განიხილოს ერთ-ერთი მათგანის გამომწვევი
ძირითადი ფაქტორები
(დ) დაასაბუთოს ყურადღების შესწავლის მნიშვნელობა, აღწეროს ყურადღების
მოქმედების მექანიზმები
10
ანალოგიები
ამ სახის დავალებებში მოცემულია მუქი შრიფტით გამოკვეთილი ორი სიტყვა,
რომელთა მნიშვნელობებს შორის არსებობს გარკვეული მიმართება. მათ გასწვრივ
მოცემულია სიტყვა, რომელსაც სავარაუდო პასუხებიდან უნდა შეუსაბამოთ ერთ-ერთი
ვარიანტი, ისე, რომ მიღებულ წყვილში სიტყვათა მნიშვნელობებს შორის მიმართება
გამუქებულ სიტყვათა ურთიერთმიმართების მსგავსი (ანალოგიური) იყოს. პასუხის
არჩევისას გაითვალისწინეთ წყვილებში სიტყვათა თანმიმდევრობა.
26. ორატორი : მკაფიო იუმორისტი :
(ა) რეალისტური
(ბ) ორიგინალური
(გ) კომიკური
(დ) სარკასტული
27. გართობა : კარნავალი ინფორმირება :
(ა) აპრობაცია
(ბ) პრეზენტაცია
(გ) დისკუსია
(დ) ტრანსლაცია
28. ცვლილება : სტაბილური მონოტონურობა :
(ა) მრავალფეროვანი
(ბ) მუდმივი
(გ) მყარი
(დ) კომპლექსური
29. ზემოქმედება : რეაგირება სიკეთე :
(ა) სათნოება
(ბ) გულისხმიერება
(გ) მადლიერება
(დ) ქველმოქმედება
30. თეთრი დათვი : პინგვინი ვარსკვლავი :
(ა) მნათობი
(ბ) პლანეტა
(გ) ორბიტა
(დ) მეტეორიტი
31. ყური : მელოდიური თვალი :
(ა) მკრთალი
(ბ) მახვილი
(გ) დაკვირვებული
(დ) აღქმული
11
წინადადებების შევსება
ამ სახის დავალებებში მოცემულია წინადადებები, რომლებშიც რამდენიმე სიტყვაა
გამოტოვებული. გამოტოვებული სიტყვები წინადადებაში ხაზებით არის აღნიშნული.
ერთი ხაზი ზოგჯერ ერთ სიტყვას გულისხმობს, ზოგჯერ კი _ რამდენიმეს.
სავარაუდო პასუხთა ყოველ ვარიანტში მოცემულია სიტყვათა ჯგუფი, რომლის
ნაწილები ერთმანეთისგან დახრილი ხაზებითაა (/) გამიჯნული. აირჩიეთ პასუხის ის
ვარიანტი, რომლის თითოეული ნაწილის თანმიმდევრულად ჩასმა შესაბამის
გამოტოვებულ ადგილებში აზრობრივად გამართულ წინადადებას მოგვცემს.
32. ჩვენ გარშემო არსებულ მრავალგვარ საგანთა თუ მოვლენათა შორის _____ ,
რომელიც ჩვენთვის _____ ; ეს ინტერესი პრაქტიკული მოთხოვნილების სახით
გვევლინება. ამ უკანასკნელისთვის _____ ინდივიდუალური ბუნება, მისთვის საგანთა
მხოლოდ ის _____ , რომელიც ჩვენს მოთხოვნილებას აკმაყოფილებს.
(ა) ზოგჯერ ისეთს ვერ ვამჩნევთ / განსაკუთრებით საინტერესოა / მნიშვნელოვანია
ყოველი საგნისა და მოვლენის / მხარეა არაარსებითი
(ბ) ვერ ვამჩნევთ ისეთს / არაა საინტერესო / მნიშვნელოვანია ყოველი საგნისა და
მოვლენის / მხარე არაა არსებითი
(გ) მხოლოდ ისეთს ვამჩნევთ / განსაკუთრებით საინტერესოა / სრულიად უმნიშვნელოა
საგანთა და მოვლენათა / მხარეა არსებითი
(დ) ხშირად ისეთსაც ვამჩნევთ / არაა საინტერესო / სრულიად უმნიშვნელოა საგანთა
და მოვლენათა / მხარეა არსებითი
33. განვითარების ცნება ლოგიკურად შეიცავს _____ შესაძლებლობას, განსაკუთრებით
მაშინ, როდესაც იგი მხოლოდ _____ მთელ სამყაროში მიმდინარე პროცესებს ეხება.
თუმცა, ასეთი _____ იქ, სადაც ენერგიისა და ნივთიერების რაოდენობა იმთავითვე
_____ .
(ა) დაუსრულებლობის / ერთ განსაზღვრულ მოვლენას კი არა, / დაუსრულებლობა
შეუძლებელია / განსაზღვრულია
(ბ) დასრულებულობის / ერთ განსაზღვრულ მოვლენას და არა / დასრულებულობა
შეუძლებელია / განსაზღვრულია
(გ) დაუსრულებლობის / ერთ განსაზღვრულ მოვლენას და არა / დაუსრულებლობა
შეუძლებელია / განსაზღვრული არაა
(დ) დასრულებულობის / ერთ განსაზღვრულ მოვლენას კი არა, / დასრულებულობა
შესაძლებელია მხოლოდ / განსაზღვრული არაა
12
34. მდინარე ხმელეთის სხვადასხვა ნაწილს ერთმანეთისგან ყოფს. მით უფრო ყოფს მათ
ზღვა და ამიტომ მიჩვეულნი ვართ, წყალი გამყოფ ფაქტორად მივიჩნიოთ. _____ ,
არაფერი ისე _____ . გამყოფი მხოლოდ _____ . მაგალითად, ხმელთაშუა ზღვამ
მხოლოდ იმიტომ _____ ანტიკური სამყაროს ცენტრი გამხდარიყო, რომ _____ .
(ა) ამასთან / დამაახლოებელი არ არის ადამიანებისთვის, როგორც ხმელეთი / წყალია /
შეძლო / უამრავ კუნძულს აკავშირებდა კონტინენტურ საბერძნეთთან
(ბ) თუმცა / დამაშორებელი არ არის ადამიანებისთვის, როგორც წყალი / მთიანეთია /
ვერ შეძლო / იგი ზღვა იყო
(გ) თუმცა / დამაახლოებელი არ არის ადამიანებისთვის, როგორც წყალი / მთიანეთია /
შეძლო / იგი ზღვა იყო
(დ) ამასთან / დამაშორებელი არ არის ადამიანებისთვის, როგორც ხმელეთი / წყალია /
ვერ შეძლო / უამრავ კუნძულს აკავშირებდა კონტინენტურ საბერძნეთთან
35. ადამიანის ცხოვრება გარეშე დამკვირვებლისთვის დაფარულია. სხვა სიტყვებით რომ
ვთქვათ, _____ დაიყვანება იმაზე, რაც _____ დაკვირვებისას. _____ , ის, _____
ნაწილი.
(ა) ჩემი ცხოვრება არ / თქვენ შეძელით დაგენახათ გარედან / შესაბამისად / რასაც
თქვენ ხედავთ, მთელი ჩემი ცხოვრებაა და არა მისი
(ბ) თქვენი ცხოვრება არ / მე შევძელი დამენახა გარედან / პირიქით / რასაც მე ვხედავ,
თქვენი ცხოვრება კი არაა, არამედ ჩემი ცხოვრების
(გ) ჩემი ცხოვრება / თქვენ შეძელით დაგენახათ გარედან / აქედან გამომდინარე / რასაც
თქვენ ხედავთ, მთელი ჩემი ცხოვრებაა და არა მისი
(დ) თქვენი ცხოვრება / მე შევძელი დამენახა გარედან / მიუხედავად ამისა / რასაც მე
ვხედავ, თქვენი ცხოვრება კი არაა, არამედ ჩემი ცხოვრების
36. შექსპირის სონეტების მთელ ციკლს ლაიტმოტივად გასდევს _____ . მის მიერ
აღიარებული ფორმულა _ ` _____ , რაც ბუნებრივია~ _ _____ საკარო პოეზიისთვის
შემუშავებული პოეტიკისა და ესთეტიკური _____ .
(ა) ხელოვნურობისადმი ერთგვარი სწრაფვა / ცუდია ის, / გულისხმობდა / ნორმების
უარყოფას
(ბ) ყოველგვარი ხელოვნურობის უარყოფა / კარგია ის, / ამკვიდრებდა / ნორმებისადმი
მორჩილებას
(გ) ხელოვნურობისადმი ერთგვარი სწრაფვა / ცუდია ის, / უპირისპირდებოდა /
ნორმების დაცვას
(დ) ყოველგვარი ხელოვნურობის უარყოფა / კარგია ის, / მიმართული იყო / ნორმების
წინააღმდეგ
13
37. ორი მოვლენის მრავალჯერ ერთდროულად _____ განაპირობებს მათ შორის
ასოციაციის დამყარებას, თუკი ეს კავშირი _____ პიროვნებაში. _____ აღქმული
მოვლენა პიროვნებამ _____ , ასეთი რამ _____ გადაიქცევა.
(ა) აღქმაც ვერ / ვერ ნახავს ვერავითარ ანარეკლს / და, პირიქით, თუკი ორი თუნდაც
ერთხელ ერთდროულად / რაიმე მხრივ მნიშვნელოვნად განიცადა / მტკიცე
ასოციაციად
(ბ) აღქმა / რაიმე ნიშნით აღიბეჭდა / ანალოგიურად, თუკი ორი თუნდაც ერთხელ
ერთდროულად / მნიშვნელოვნად არ მიიჩნია / მტკიცე ასოციაციად
(გ) აღქმაც ვერ / ვერ ნახავს ვერავითარ ანარეკლს / და, პირიქით, თუკი ორი
ერთმანეთისგან დამოუკიდებლად / რაიმე მხრივ მნიშვნელოვნად არ მიიჩნია / მტკიცე
ასოციაციად ვერ
(დ) აღქმა / რაიმე ნიშნით აღიბეჭდა / ანალოგიურად, თუკი ორი ერთმანეთისგან
დამოუკიდებლად / მნიშვნელოვნად მიიჩნია / მტკიცე ასოციაციად ვერ
ლოგიკა
ამ სახის დავალებები განსხვავდება ერთმანეთისგან წინასწარი მონაცემებისა და
გამოსატანი დასკვნების თვალსაზრისით. ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ
შეკითხვას, რომელიც ახლავს თითოეულ დავალებას, და მოცემული ვარიანტებიდან
აირჩიეთ შესაბამისი პასუხი.
ზოგიერთ შეკითხვაზე პასუხის გაცემას გაგიადვილებთ მონაცემების გამოსახვა
ნახაზის ფორმით.
38. გოგონას ხელში ყვავილები უჭირავს, რომელთა შორის არის ვარდი, ზამბახი და
ტიტა. ცნობილია, რომ ამ ყვავილებიდან:
• მხოლოდ ორი არ არის ვარდი
• მხოლოდ ორი არ არის ზამბახი
• მხოლოდ ორი არ არის ტიტა
რამდენი ყვავილი უჭირავს გოგონას?
(ა) 3
(ბ) 4
(გ) 5
(დ) მონაცემები არაა საკმარისი ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად
14
39. ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ჩატარდა ორი კვლევა იმის დასადგენად, თუ
რამდენად ხშირად დადიან თეატრში სტუდენტები. კვლევების შედეგები მნიშვნელოვნად
განსხვავდებოდა ერთმანეთისგან: პირველი კვლევის თანახმად, სტუდენტები, საშუალოდ,
თვეში ერთხელ მაინც მიდიან თეატრში, ხოლო მეორე კვლევის მიხედვით, ეს მაჩვენებელი
ორჯერ უფრო ნაკლებია.
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი ფაქტით შეიძლება აიხსნას ეს განსხვავება?
(ა) ორივე კვლევაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი
გოგონები და ვაჟები
(ბ) პირველი კვლევის მონაწილეები იმავდროულად სხვა კვლევაშიც მონაწილეობდნენ,
რომელიც სტუდენტთა სასწავლო აქტივობას შეეხებოდა
(გ) როგორც პირველ, ასევე, მეორე კვლევაში მონაწილეობდნენ ტექნიკური სპეციალობის
სტუდენტები
(დ) პირველ კვლევაში თეატრში სიარულის სიხშირეს აფასებდნენ თავად სტუდენტები,
ხოლო მეორე კვლევაში _ დამკვირვებლები
40. არდადეგების შემდეგ ირაკლი, სოფო და ანდრო ერთმანეთს უზიარებენ ზაფხულში
წაკითხული წიგნებით მიღებულ შთაბეჭდილებებს. აღმოჩნდა, რომ ყოველმა მათგანმა
წაიკითხა თითო ისეთი ნაწარმოები, რომელიც დანარჩენ ორს არ წაუკითხავს; ამ სამიდან
ყოველმა ორმა წაიკითხა კიდევ თითო ისეთი ნაწარმოები, რომელიც მესამეს არ
წაუკითხავს. და, ბოლოს, კიდევ ერთი ნაწარმოები სამივემ წაიკითხა.
• ირაკლის მიერ წაკითხული ნაწარმოებებიდან ორი იყო დეტექტივი
• სოფოს მიერ წაკითხული ნაწარმოებებიდან სამი იყო დეტექტივი
• ანდროს მიერ წაკითხული ნაწარმოებებიდან კი ოთხი იყო დეტექტივი
სულ რამდენი ნაწარმოები წაიკითხა სამივემ ერთად და მათ შორის რამდენი იყო
დეტექტივი?
(ა) 7, 5
(ბ) 8, 4
(გ) 9, 4
(დ) 10, 5
41. ღამით ცაზე ბავშვებმა კაშკაშა ციური სხეული დაინახეს და ივარაუდეს, რომ ეს
იყო:
1. ვენერა
2. ვენერა ან მარსი
3. მარსი ან იუპიტერი
რომელი პლანეტა დაინახეს ბავშვებმა, თუკი ამ ვერსიებიდან მხოლოდ ერთია ჭეშმარიტი?
(ა) მარსი
(ბ) იუპიტერი
(გ) ვენერა
(დ) მოცემული ინფორმაცია საკმარისი არ არის ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად
15
42. მოცემულია:
• თუ იადონს რაიმე სიამოვნებს, ის კარგად გალობს
• იადონს ძალიან სიამოვნებს, როდესაც ცისარტყელას ხედავს
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი დებულება გამომდინარეობს ამ წანამძღვრებიდან?
(ა) თუ იადონი ცისარტყელას ვერ ხედავს, კარგად ვერ გალობს
(ბ) თუ იადონი კარგად გალობს, ის ცისარტყელას ხედავს
(გ) თუ იადონი კარგად არ გალობს, ის ცისარტყელას ვერ ხედავს
(დ) თუ იადონი კარგად გალობს, მას რაღაც სიამოვნებს
16
წაკითხული ტექსტის გააზრება
ყურადღებით წაიკითხეთ და გაიაზრეთ ტექსტი. თითოეული შეკითხვის სავარაუდო
პასუხებიდან აირჩიეთ ის ვარიანტი, რომელიც მართებულია მოცემული ტექსტის მიხედვით.
ანტიკურ ხანაში ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ `ილიადა~ და `ოდისეა~ ჰომეროსს
ეკუთვნოდა. XVIII საუკუნეში წარმოიქმნა მთელი მიმართულება, რომელიც ჰომეროსის
პოემათა შექმნას ერთ პოეტს კი არ მიაწერდა, არამედ პოეტ-შემსრულებელთა მთელ
თაობებს. ამ ე. წ. ანალიზური თეორიის დებულებები მეცნიერული არგუმენტების
საფუძველზე უარყო უნიტარისტულმა თეორიამ და დაასაბუთა ტრადიციული
თვალსაზრისი ჰომეროსის ეპოსის ერთიანობის შესახებ. თუმცა, ახლაც ჰყავს მომხრეები
მოსაზრებას, რომ ამ ორ პოემას სხვადასხვა ავტორი ჰყავს.
უახლესი გამოკვლევები, რომლებშიც თანამედროვე სტრუქტურული ანალიზის
მეთოდებია გამოყენებული, ერთხმად ადასტურებს, ერთი მხრივ, თითოეული პოემის
მთლიანობას, მეორე მხრივ, ერთმანეთთან მათ ორგანულ კავშირს. ჰომეროსის ორივე
პოემის, ისევე, როგორც მათი ცალკეული დეტალების, ეპიზოდების, გმირთა სიტყვებისა
თუ სიმღერების (ქებათა*) სტრუქტურა გარკვეულ კანონზომიერებას ემყარება. ეს არის
წრიული კომპოზიციის პრინციპი, რომელიც ჩამოყალიბებულა სახვით ხელოვნებაში
დამკვიდრებული გეომეტრიული სტილის შესაბამისად. ძველი საბერძნეთის ხელოვნებაში
განვითარებული გეომეტრიული სტილი გულისხმობს განსხვავებული დეტალებისა თუ
მოტივების ერთმანეთზე დამოკიდებულებას ან მათ ურთიერთშეთანხმებას. მაგალითად,
წრიულ კომპოზიციაში ორნამენტები და მოტივები ცენტრის მიმართ სიმეტრიულადაა
განლაგებული. გამოსახვის ასეთი ფორმა ბუნებრივი იყო გეომეტრიული ეპოქის (ძვ. წ.
აღ. IX-VIII სს.) ყოველი ბერძენი ხელოვანისთვის და, ალბათ, ტროას ომის**
უზარმაზარ პანორამას ჰომეროსიც ასევე ხედავდა.
`ილიადას~ კომპოზიციური ცენტრია XI-XIII ქებანი, აქედან, წრიული კომპოზიციის
შესაბამისად, ისე მარაოსავით იშლება პოემის ეპიზოდები, რომ პირველ ქებაში,
ტიპოლოგიური თვალსაზრისით, ეპიზოდთა ისეთივე თანმიმდევრობაა, როგორიც მის
საპირისპირო პოლუსზე, ბოლო, XXIV ქებაში; II ქებაში ისეთივეა, როგორიც
ბოლოსწინა, XXIII ქებაში და ა. შ. მაგალითად, პირველი ქება მთავრდება ამ
ეპიზოდებით: აქილევსისა და თეტისის საუბარი, თეტისისა და ზევსის საუბარი, კამათი
ოლიმპოზე. ხოლო XXIV ქება იწყება ტიპოლოგიურად მსგავსი ეპიზოდებით: კამათი
ოლიმპოზე, ზევსისა და თეტისის საუბარი, თეტისისა და აქილევსის საუბარი...
სიმბოლურად ეს ასე შეიძლება გამოისახოს: ნ…ა ბ ც – ც ბ ა…ნ, სადაც ნ არის I ქების
დასაწყისი, ანუ XXIV ქების დასასრული. ეპიზოდთა რიგი I და XXIV სიმღერებში
შებრუნებულია, ისინი, კომპოზიციური ცენტრიდან ერთნაირად დაცილებულნი,
სარკისებურად არიან წარმოდგენილნი. ცხადია, ეპიზოდთა ტიპოლოგიურ მსგავსებაში არ
იგულისხმება მათი შინაარსობრივი იგივეობა: სხვა აქვთ ღმერთებს საკამათო I ქებაში
და სხვა რამეზე დავობენ ისინი XXIV ქებაში.
ყოველივე ეს იმას როდი ნიშნავს, რომ ავტორს წინასწარ ჰქონდა შედგენილი
სათანადო სქემები. ეპოქის მხატვრული აზროვნებისთვის დამახასიათებელი თავისებურება
ორივე პოემაში სპეციფიკური სახით იჩენს თავს. `ოდისეას~ მთელი კომპოზიცია
ფაქტობრივად იმეორებს პოემის კონსტრუირების `ილიადაში~ დადასტურებულ პრინციპებს.
წრიული კომპოზიცია ორივე პოემაში გამჭვირვალედ ჩანს, როცა მას სქემების სახით
წარმოვადგენთ, თუმცა, ოცდარვა საუკუნის განმავლობაში ის შეუმჩნეველი დარჩა
კაცობრიობას. წრიული კომპოზიციის აღმოჩენა თავისთავად ვერაფერს მატებს პოემათა
აღქმას, მკითხველზე ეს პრინციპი გაუცნობიერებლადაც ახდენს გავლენას.
*თითოეული პოემის ტექსტი ალექსანდრიელმა მეცნიერებმა მოგვიანებით დაყვეს 24 ქებად (სიმღერად).
**`ილიადაში~ აღწერილია ტროას ათწლიანი ომის ბოლო დღეები, `ოდისეაში~ კი _ ამ ომის გმირების
დაბრუნება სამშობლოში.
17
43. ჰომეროსის პოემათა შესახებ:
(ა) ანტიკურ ხანაში ერთი აზრი არსებობდა _ `ილიადა~ და `ოდისეა~ ჰომეროსს
ეკუთვნის, თუმცა, მათი საბოლოო ვარიანტები პოეტ-შემსრულებელთა მთელ თაობებს
უნდა მივაწეროთ
(ბ) ანტიკურ წარმოდგენებს მეცნიერული არგუმენტებით ამყარებს უნიტარისტული
თეორია, რომელიც ამ პოემათა ავტორობას სხვადასხვა პოეტს მიაწერს
(გ) დღეს აღარ არსებობს აზრთა სხვადასხვაობა _ უნიტარისტული თეორიის
დამკვიდრების შემდეგ ამ ორი პოემის ავტორობას სხვადასხვა პოეტს არავინ მიაწერს
(დ) არსებობს აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა, დღეს მათ ავტორობას სხვადასხვა თაობის
პოეტ-შემსრულებლებს არავინ მიაწერს
44. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი არ დასტურდება II აბზაცში?
(ა) `ილიადა~ და `ოდისეა~ წრიული კომპოზიციის საფუძველზეა კონსტრუირებული, რაც
ამ პოემათა ცალკეული სცენებისა თუ პასაჟების კოორდინირებას გულისხმობს
(ბ) `ილიადასა~ და `ოდისეას~ ერთმანეთთან ორგანული კავშირის ერთ-ერთი
განმაპირობებელი ფაქტორი თითოეული მათგანის შინაგანი მთლიანობაა
(გ) ძველი საბერძნეთის გეომეტრიული ხელოვნების ნიმუშები მკაცრად
სტრუქტურირებულია, ემყარება განსხვავებული დეტალებისა თუ მოტივების
ურთიერთშეთანხმების პრინციპს
(დ) ჰომეროსის პოემებში, ისევე, როგორც გეომეტრიული ეპოქის ხელოვნების სხვა
ნიმუშებში, ტექსტის ორგანიზებისას წრიული კომპოზიციის პრინციპების დაცვა
მიგვანიშნებს სისტემურობისკენ სწრაფვაზე
45. რას გულისხმობს ფრაზა: `ტროას ომის უზარმაზარ პანორამას ჰომეროსიც ასევე
ხედავდა~?
(ა) ორივე პოემის ტექსტის ორგანიზება წრიული კომპოზიციის პრინციპს ემყარება და
რადგან ეს პრინციპი თავდაპირველად სახვით ხელოვნებაში დამკვიდრდა, ბუნებრივია,
რომ ტროას ომის მთელ მიმდინარეობას პანორამა _ ხედი ვუწოდოთ
(ბ) ჰომეროსის პოემათა კომპოზიციაში ტროას ომის ეპიზოდები სიმეტრიულადაა
განლაგებული ცენტრის მიმართ, სიტყვა `პანორამა~ კი სწორედ სიმეტრიულობას
გულისხმობს
(გ) ტექსტში სიტყვა `პანორამა~ გადატანითი მნიშვნელობითაა მოყვანილი, რადგან
ჰომეროსი მთელ ომს, თავისი ეპიზოდებითა თუ ეტაპებით, ისე ხედავდა, როგორც
სურათის მთლიან კომპოზიციას
(დ) პოემების კომპოზიცია ეფუძნება განსხვავებული დეტალების ურთიერთშეთანხმებას;
ანალოგიურად, როდესაც პანორამას გადავყურებთ, გარკვეულ ობიექტებს ერთმანეთზე
დამოკიდებულად აღვიქვამთ
18
46. რა ფუნქცია აქვს ტექსტში სიმბოლურ ჩანაწერს _ ნ…აბც – ცბა…ნ ?
ეს გამოსახულება:
(ა) თვალსაჩინოს ხდის პოემის კომპოზიციის საპირისპირო პოლუსების შინაარსობრივ
იდენტურობას
(ბ) წარმოადგენს ანტიკური საბერძნეთის მხატვრულ აზროვნებაში დამკვიდრებული ერთერთი
პრინციპის ილუსტრირებას
(გ) ახდენს პოემის ურთიერთდამოკიდებული ეპიზოდების დიფერენცირებას ტიპოლოგიური
მსგავსების თვალსაზრისით
(დ) აღნიშნავს წრიული კომპოზიციის ათვლის წერტილს, ანუ პოემის კომპოზიციურ
ცენტრს
47. ფრაზა _ `სხვა აქვთ ღმერთებს საკამათო I ქებაში და სხვა რამეზე დავობენ ისინი
ბოლო ქებაში~ _ იმას მიგვანიშნებს, რომ:
(ა) პოემის ერთმანეთისგან დაშორებულ ადგილებში ერთი და იმავე ფორმულის
შეგნებული გამოყენებით პოეტი ხაზს უსვამს პასაჟთა შორის კავშირს
(ბ) როდესაც ეპიზოდები ცენტრის მიმართ წრიულადაა განლაგებული, მაშინ
ტიპოლოგიურ მსგავსებაში შინაარსობრივი იგივეობაც უნდა ვიგულისხმოთ
(გ) სტრუქტურულად მსგავსი წინადადებები მთელ სიტყვაში ან ცალკეული სცენები
მთელ ტექსტში გარკვეული პრინციპით ნაწილდება, მიუხედავად მათი შინაარსის
იგივეობისა თუ სხვაობისა
(დ) რომელიმე გმირის მიერ წარმოთქმული სიტყვა ან პოემის ცალკეული ეპიზოდი
წარმოადგენს გარკვეულ სტრუქტურულ მთლიანობას, რომელთა პირველი და ბოლო
ნაწილები შინაარსობრივად იდენტურია
48. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი დასკვნა არ შეიძლება იყოს მართებული?
(ა) ჰომეროსი სრულიად ორიგინალურია სიმეტრიის შემქმნელ ელემენტთა შერჩევასა და
მათგან ერთიანი სტრუქტურის კონსტრუირებაში
(ბ) წრიული კომპოზიციის აღმოჩენა თავისთავად ვერაფერს მატებს პოემათა აღქმას,
თუმცა, ამ პრინციპის გაცნობიერება აუცილებელია პოემათა სტრუქტურის კვლევისას
(გ) გეომეტრიული ეპოქის მხატვრული აზროვნებისთვის დამახასიათებელი პრინციპი
ოცდარვა საუკუნის განმავლობაში შეუმჩნეველი დარჩა, თუმცა, ნაწარმოების აღქმის
პროცესში მის გაცნობიერებას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს
(დ) წრიული კომპოზიცია გამჭვირვალეა ჰომეროსის ორივე პოემის ცალკეულ
ეპიზოდებში, ამასთან, ერთ-ერთი პოემის კომპოზიცია ფაქტობრივად იმეორებს
ტექსტის კონსტრუირების მეორე პოემაში დადასტურებულ პრინციპებს
19
49. `ილიადას~ ერთ-ერთი პერსონაჟის სიტყვის სტრუქტურა ამგვარია:
ა `თუ შენ უკვდავთაგანი ხარ ... ~
ბ `მე ვერასოდეს გავბედავ ღმერთებთან შებრძოლებას ... ~
ც `ის ედავებოდა უკვდავ ღმერთებს ... ~
დ ლიკურგეს ამბავი _ პარადიგმა (მაგალითი)
ც1 `ის ყველა უკვდავმა ღმერთმა შეიძულა ... ~
ბ1 `მე არ ვისურვებდი ღმერთებთან შებრძოლებას ... ~
ა1 `თუ შენ მოკვდავთაგანი ხარ ... ~
დ ცენტრის ირგვლივ განთავსებულია ტიპოლოგიურად მსგავსი წინადადებები. მათგან
რომლებია დაწყვილებული მნიშვნელობის მსგავსებისა და რომელი _ პოლარულობის
ნიშნით?
(ა) ა ა1 _ მსგავსების
ბ ბ1 _ პოლარულობის
ც ც1 _ პოლარულობის
(ბ) ა ა1 _ მსგავსების
ბ ბ1 _ მსგავსების
ც ც1 _ პოლარულობის
(გ) ა ა 1 _ პოლარულობის
ბ ბ 1_ პოლარულობის
ც ც 1_ მსგავსების
(დ) ა ა 1_ პოლარულობის
ბ ბ1 _ მსგავსების
ც ც1 _ მსგავსების
50. ქვემოთ დასახელებულია ოთხი თემა, რომლებიც მიმოხილულია ტექსტში:
1. ჰომეროსის პოემათა სტრუქტურული თავისებურებანი
2. გეომეტრიული ეპოქისთვის ნიშანდობლივი მხატვრული აზროვნება
3. `ილიადასა~ და `ოდისეას~ ურთიერთმიმართების საკითხი
4. ჰომეროლოგიის პრობლემები
რომელ აბზაცში ვითარდება, ძირითადად, ესა თუ ის თემა, ანუ პასუხის ვარიანტებიდან
რომელია მართებული?
(ა) 1 _ II აბზაცი, 2 _ IV აბზაცი, 3 _ III აბზაცი; 4 _ I აბზაცი
(ბ) 1 _ III აბზაცი, 2 _ II აბზაცი, 3 _ IV აბზაცი; 4 _ I აბზაცი
(გ) 1 _ II აბზაცი, 2 _ I აბზაცი, 3 _ IV აბზაცი; 4 _ III აბზაცი
(დ) 1 _ III აბზაცი, 2 _ IV აბზაცი, 3 _ I აბზაცი; 4 _ II აბზაცი
21
მათემატიკური ნაწილი
ტესტის მათემატიკურ ნაწილზე მუშაობისას გაითვალისწინეთ:
• ნახაზები, რომლებიც ერთვის ზოგიერთ დავალებას, არაა შესრულებული დავალების
პირობაში მითითებული ზომების ზუსტი დაცვით. ამიტომ მონაკვეთების სიგრძის ან სხვა
სიდიდეების შესახებ დასკვნის გამოტანისას ნუ დაეყრდნობით ნახაზის ზომებს. ყურადღება
გაამახვილეთ დავალების პირობაზე;
• თუ ნახაზზე მოცემული სწორი ხაზის შესახებ ამოცანის პირობაში დამატებით არაფერია
ნათქვამი, მაშინ უნდა ჩათვალოთ, რომ ეს სწორი ხაზი წრფეა ან მისი ნაწილი;
• ტესტში გამოყენებულია რიცხვთა ჩაწერის მხოლოდ ათობითი პოზიციური სისტემა.
მათემატიკური აღნიშვნები და ფორმულები:
1. ნული არც დადებითია და არც უარყოფითი;
1 არ არის მარტივი რიცხვი.
2. პროცენტი: ა რიცხვის კ% არის .
3. ხარისხი: ან = ა · ა · ა · ...· ა (ნ-ჯერ)
ან · ამ = ან + მ
ან : ამ = ან – მ
(ან)მ = ან · მ
4. პროპორცია: თუ , მაშინ ად = ბც.
5. სიჩქარე:
დრო
მანძილი
სიჩქარე =
6. საშუალო არითმეტიკული:
მონაცემთა რაოდენობა
მონაცემთა ჯამი
მონაცემთა საშუალო =
7. ალბათობა: თუ ყველა ელემენტარული
ხდომილობა თანაბრად მოსალოდნელია, მაშინ
ხდომილობის ალბათობა ტოლია ამ ხდომილობის
ხელშემწყობ ელემენტარულ ხდომილობათა
რაოდენობის შეფარდებისა ელემენტარულ
ხდომილობათა საერთო რაოდენობასთან.
თუ ამოცანის პირობაში საწინააღმდეგო არაა
ნათქვამი, ყოველთვის იგულისხმება, რომ ელემენტარული
ხდომილობები თანაბრად მოსალოდნელია.
8. შემოკლებული გამრავლების ფორმულები:
(ა + ბ)2 = ა2 + 2აბ + ბ2
(ა – ბ)2 = ა2 – 2აბ + ბ2
(ა + ბ)(ა – ბ) = ა2 – ბ2
9. ნახაზზე კუთხე შეიძლება
მონიშნული იყოს კუთხის
გვერდებს შორის ჩასმული
პატარა რკალით, მართი კუთხე
კი _ პატარა კვადრატით.
∠A აღნიშნავს A კუთხის სიდიდეს.
10. პარალელური წრფეები:
ორი პარალელური წრფის მესამე
წრფით გადაკვეთისას შიგა ჯვარედინა
კუთხეები ტოლია: α = β.
11. სამკუთხედი:
• სამკუთხედის კუთხეების სიდიდეთა ჯამი
180°-ის ტოლია;
• პითაგორას თეორემა:
მართკუთხა სამკუთხედის
ჰიპოტენუზის სიგრძის
კვადრატი კათეტების სიგრძეთა
კვადრატების ჯამის ტოლია:
AB2 = Aჩ2 + Bჩ2
• სამკუთხედის ფართობი სამკუთხედის
გვერდის სიგრძისა და შესაბამისი სიმაღლის
ნამრავლის ნახევრის ტოლია: .
12. ოთხკუთხედი:
• ოთხკუთხედის კუთხეების სიდიდეთა ჯამი
360°-ის ტოლია;
• მართკუთხედის ფართობი მისი სიგრძისა და
სიგანის ნამრავლის ტოლია: შ = აბ;
• პარალელოგრამის ფართობი მისი გვერდის
სიგრძისა და ამ გვერდის შესაბამისი სიმაღლის
ნამრავლის ტოლია: შ = აჰ.
13. წრე, წრეწირი:
• წრეწირის სიგრძე L მისი
რადიუსის მიხედვით გამოითვლება
ფორმულით: L = 2πრ;
π რიცხვი, მეასედის სიზუსტით, 3,14-ის ტოლია;
• რ რადიუსიანი წრის ფართობი გამოითვლება
ფორმულით: შ = πრ2.
14. მართკუთხა პარალელეპიპედი:
• მართკუთხა პარალელეპიპედის
მოცულობა მისი სიგრძის, სიგანისა და
სიმაღლის ნამრავლის ტოლია: V = აბც;
• კუბის შემთხვევაში: ა = ბ = ც.
22
რაოდენობრივი შედარება
შეადარეთ ერთმანეთს A და B სვეტების უჯრებში მოცემული რაოდენობები.
თუ A სვეტის უჯრაში მოცემული რაოდენობა მეტია B სვეტის შესაბამის უჯრაში
მოცემულ რაოდენობაზე, აირჩიეთ (ა);
თუ B სვეტის უჯრაში მოცემული რაოდენობა მეტია A სვეტის შესაბამის უჯრაში
მოცემულ რაოდენობაზე, აირჩიეთ (ბ);
თუ უჯრებში მოცემული რაოდენობები ტოლია, აირჩიეთ (გ);
თუ მოცემული ინფორმაცია საკმარისი არაა იმის დასადგენად, რომელი რაოდენობაა
მეტი, აირჩიეთ (დ).
A B
51.
(ა) (ბ) (გ) (დ)
52.
ტოლგვერდა სამკუთხედის პერიმეტრი რომბის პერიმეტრის
ტოლია.
(ა) (ბ) (გ) (დ)
53. მ = 3ნ
(ა) (ბ) (გ) (დ)
54.
რიცხვების ციფრულ ჩანაწერებში ზოგიერთი ციფრი
კვადრატითაა დაფარული (თითო ციფრი _ თითო
კვადრატით).
(ა) (ბ) (გ) (დ)
55.
პირამიდის წიბოების რაოდენობა მართკუთხა
პარალელეპიპედის წიბოების რაოდენობის ტოლია.
(ა) (ბ) (გ) (დ)
7
6
11
2 · 13
4
5
3 ·
რომბის გვერდის
სიგრძე
ტოლგვერდა სამკუთხედის
გვერდის სიგრძე
2მ – 7ნ მ – 3ნ
6 8 – 3 7 341
პირამიდის წახნაგების
რაოდენობა 7
23
56.
ნ ნატურალური რიცხვია.
(ა) (ბ) (გ) (დ)
57.
ტოლდანაყოფებიან სკალაზე მონიშნულია A, B და ჩ
ქალაქების საშუალო წლიურ ტემპერატურათა შესაბამისი
წერტილები. ამასთან, A და B ქალაქების საშუალო
წლიური ტემპერატურები ნახაზზეა მითითებული.
(ა) (ბ) (გ) (დ)
58.
ზრდის მიხედვით დალაგებული ხუთი რიცხვის მედიანა ამ
რიცხვებიდან შუა რიცხვის ტოლია. მოცემულია ზრდის
მიხედვით დალაგებული ხუთწევრიანი მიმდევრობა,
რომლის მედიანაა 18. ამ მიმდევრობის პირველი წევრი
შეამცირეს 2-ით, ხოლო ბოლო წევრი გაადიდეს 5-ით.
(ა) (ბ) (გ) (დ)
ამოცანები
59. 4,7 მილიონზე 3-ჯერ მეტია:
(ა) 6 მილიონ 100 ათასი
(ბ) 7 მილიონ 700 ათასი
(გ) 12 მილიონ 700 ათასი
(დ) 13 მილიონ 200 ათასი
(ე) 14 მილიონ 100 ათასი
( )ნ
2
16 · 1 4
1
ჩ ქალაქის საშუალო 14,8°
წლიური ტემპერატურა
მიღებული
მიმდევრობის მედიანა
18
24
60. სამი რიცხვიდან პირველი 6-ით ნაკლებია მეორეზე, ხოლო მესამე რიცხვი ორჯერ
ნაკლებია პირველი და მეორე რიცხვების ჯამზე. რამდენით მეტია მესამე რიცხვი პირველზე?
(ა) 3-ით
(ბ) 6-ით
(გ) 9-ით
(დ) 12-ით
(ე) 15-ით
61. ერთნაირი აგურები ერთმანეთზე ისე დააწყვეს, რომ
ბუხრის საკვამურის მსგავსი ღრუიანი სვეტი გამოვიდა
(იხ. ნახაზი). სულ რამდენი აგური დაუწყვიათ?
(ა) 48
(ბ) 54
(გ) 60
(დ) 72
(ე) 90
62. თუ ·(2ხ 1) ·(7 4ხ) 13
3
13
3 + = − , მაშინ 4ხ =
(ა) 2
(ბ) 4
(გ) 6
(დ) 8
(ე) 10
მონაცემთა ანალიზი
სათხილამურო ტრასაზე მისასვლელად სარგებლობენ საბაგირო გზით, რომლის
მუშაობის ხანგრძლივობა, ჩვეულებრივ, ამინდზეა დამოკიდებული. უამინდობის
შემთხვევაში საბაგირო გზა არ მუშაობს. დიაგრამაზე ტეხილებით შემოსაზღვრულია
არეები, რომლებიც გვიჩვენებს, ნოემბრის რომელ დღეებში და რომელ საათებში
მუშაობდა საბაგირო გზა. მაგალითად, დიაგრამიდან ჩანს, რომ 1 ნოემბერს საბაგირო
გზა მუშაობდა მხოლოდ 11.00 სთ-დან 14.00 სთ-მდე.
25
დიაგრამის მიხედვით უპასუხეთ შემდეგ ოთხ შეკითხვას:
63. რამდენი საათის განმავლობაში მუშაობდა საბაგირო გზა 8 ნოემბერს?
(ა) 6
(ბ) 7
(გ) 8
(დ) 9
(ე) 10
64. ჩამოთვლილთაგან რომელ დღეს შეიძლებოდა გვესარგებლა საბაგირო გზით
17.00 სთ-ზე?
(ა) 6 ნოემბერს
(ბ) 10 ნოემბერს
(გ) 14 ნოემბერს
(დ) 18 ნოემბერს
(ე) 22 ნოემბერს
65. ნოემბერში სულ რამდენი დღე იყო ისეთი, როცა საბაგირო გზა ან არ მუშაობდა,
ან მისი მუშაობის ხანგრძლივობა არ აღემატებოდა 3 საათს?
(ა) 3
(ბ) 5
(გ) 7
(დ) 9
(ე) 11
66. საბაგირო გზით ერთ საათში მაქსიმუმ 500 ადამიანის გადაყვანაა შესაძლებელი.
მგზავრობის საფასური 30 თეთრია. მაქსიმუმ რამდენი ლარი შეიძლება იყოს
14 ნოემბერს საბაგირო გზით მგზავრების გადაყვანით მიღებული შემოსავალი?
(ა) 400
(ბ) 500
(გ) 600
(დ) 700
(ე) 800
26
ამოცანები
67. თამუნა იანვრის ბოლოსწინა პარასკევს
აფრიკაში გაემგზავრა. რომელ იანვარს
გამგზავრებულა თამუნა აფრიკაში (ნახაზზე
მოცემულია ამავე წლის თებერვლის კალენდარი)?
(ა) 20 იანვარს
(ბ) 21 იანვარს
(გ) 22 იანვარს
(დ) 23 იანვარს
(ე) 24 იანვარს
68. K წერტილი ABჩD მართკუთხედის Bჩ გვერდზე
მდებარე ისეთი წერტილია, რომ AB მონაკვეთი BK
მონაკვეთის ტოლია. ∠ჩKD = 55° . რისი ტოლია ∠AKD ?
(ა) 65°
(ბ) 70°
(გ) 75°
(დ) 80°
(ე) 85°
69. ა ისეთი მთელი რიცხვია, რომ 22 − ა > 8 + 4ა . მაქსიმუმ რისი ტოლი
შეიძლება იყოს 0,5ა ?
(ა) 0,5
(ბ) 1
(გ) 1,5
(დ) 2
(ე) 2,5
70. დიტო რიცხვების ჩასაწერად ერთეულებს აღნიშნავდა ნიშნით, ხუთეულებს _
ნიშნით, ხოლო ოცეულებს _ ნიშნით. მაგალითად, რიცხვი 48 დიტოს აღნიშვნებით
ასე ჩაიწერება: . როგორ ჩაიწერება დიტოს აღნიშვნებით
სხვაობის გამოთვლით მიღებული რიცხვი?
(ა)
(ბ)
(გ)
(დ)
(ე)
თებერვალი
ორშაბათი 6 13 20 27
სამშაბათი 7 14 21 28
ოთხშაბათი 1 8 15 22
ხუთშაბათი 2 9 16 23
პარასკევი 3 10 17 24
შაბათი 4 11 18 25
კვირა 5 12 19 26
27
71. კლასის მოსწავლეთაგან ძმა ჰყავს 14 მოსწავლეს, და _ 12 მოსწავლეს, დაც და
ძმაც _ 4 მოსწავლეს, ხოლო ანა და ბექა დედისერთები არიან. სულ რამდენი
მოსწავლეა ამ კლასში?
(ა) 22
(ბ) 24
(გ) 26
(დ) 30
(ე) 32
72. მართკუთხა სამკუთხედიდან, რომლის ერთი კათეტის
სიგრძეა 5 სმ, მეორისა _ 7 სმ, ამოკვეთილია კვადრატი,
რომლის გვერდის სიგრძეა 2 სმ. რამდენი კვადრატული
სანტიმეტრია სამკუთხედის დარჩენილი ნაწილის ფართობი?
(ა) 13,5
(ბ) 20
(გ) 27,5
(დ) 31
(ე) 32,5
73. აკვარიუმში წითელი თევზების რაოდენობა 6-ჯერ მეტია ლურჯი თევზების
რაოდენობაზე, მაგრამ 3-ჯერ ნაკლებია მწვანე თევზების რაოდენობაზე; ვერცხლისფერი
თევზების რაოდენობა 3-ჯერ მეტია თეთრი თევზების რაოდენობაზე, მაგრამ 2-ჯერ
ნაკლებია მწვანე თევზების რაოდენობაზე. რამდენჯერ ნაკლებია თეთრი თევზების
რაოდენობა წითელი თევზების რაოდენობაზე?
(ა) 6-ჯერ
(ბ) 5-ჯერ
(გ) 4-ჯერ
(დ) 3-ჯერ
(ე) 2-ჯერ
74. თუ ა, ბ და ც ერთმანეთისაგან განსხვავებული, 10-ზე ნაკლები ნატურალური
რიცხვებია, მაშინ ა : (4ბ : ც) გამოსახულების უდიდესი მნიშვნელობაა:
(ა) 12
(ბ) 16
(გ) 18
(დ) 20
(ე) 25
75. ქვემოთ მოცემულთაგან რომელი ხუთკუთხედის წვეროების კოორდინატები შეიძლება
იყოს (–3; 0), (–2; 2), (0; 3), (2; –1), (–1; –2)?
(ა) (ბ) (გ) (დ) (ე)
28
რაოდენობრივი შედარება
შეადარეთ ერთმანეთს A და B სვეტების უჯრებში მოცემული რაოდენობები.
თუ A სვეტის უჯრაში მოცემული რაოდენობა მეტია B სვეტის შესაბამის უჯრაში
მოცემულ რაოდენობაზე, აირჩიეთ (ა);
თუ B სვეტის უჯრაში მოცემული რაოდენობა მეტია A სვეტის შესაბამის უჯრაში
მოცემულ რაოდენობაზე, აირჩიეთ (ბ);
თუ უჯრებში მოცემული რაოდენობები ტოლია, აირჩიეთ (გ);
თუ მოცემული ინფორმაცია საკმარისი არაა იმის დასადგენად, რომელი რაოდენობაა
მეტი, აირჩიეთ (დ).
A B
76.
8 კილოგრამ კომბოსტოში და 3 კილოგრამ ჭარხალში
12 ლარი გადაიხადეს.
(ა) (ბ) (გ) (დ)
77.
( )*-ით აღნიშნულია ფრჩხილებში მოთავსებული
რიცხვების ნამრავლის მნიშვნელობა. მაგალითად,
(2; 0,5; 6)* = 2·0,5·6 = 6 .
ა, ბ და ც _ უარყოფითი რიცხვებია.
(ა) (ბ) (გ) (დ)
78.
ABჩD მართკუთხედის ფართობია 24 სმ2. M წერტილი
AB გვერდის შუაწერტილია, ხოლო N _ Bჩ გვერდისა.
(ა) (ბ) (გ) (დ)
79.
ვაჟას ხელფასი 20 %-ით მომატების შედეგად ა ლარით
გაიზარდა, ხოლო სანდროს ხელფასი 25 %-ით დაკლების
შედეგად 2ა ლარით შემცირდა.
(ა) (ბ) (გ) (დ)
ვაჟას ხელფასი
მომატებამდე
სანდროს ხელფასი
შემცირებამდე
MND სამკუთხედის ფართობი 10 სმ2
(ა; ბ)* · (ბ; ც)* (ა; ბ; ც)*
3 კგ კომბოსტოს და 1 კგ 4 ლარი
ჭარხლის ღირებულება
29
80.
3 ერთნაირი ტრაქტორი 3 საათში ხნავს მიწის ნაკვეთს,
რომლის ფართობია 3 ჰექტარი.
(ა) (ბ) (გ) (დ)
81.
ნიანგი 5 ტონაზე ნაკლებს იწონის. ნიანგისა და ზვიგენის
წონათა საშუალო არითმეტიკული 8 ტონაზე მეტია.
(ა) (ბ) (გ) (დ)
82.
წრეწირი, რომლის რადიუსის სიგრძეა რ,
მასზე მდებარე A და B წერტილებით
დაყოფილია ორ რკალად, რომელთაგან
უმცირესის სიგრძეა 0,6რ.
OA და OB რადიუსებით შედგენილი
კუთხის სიდიდე α-ს ტოლია.
(ა) (ბ) (გ) (დ)
ამოცანები
83. ციფრებით: 2, 3 და 4 ჩაწერეს ყველა შესაძლო ნატურალური რიცხვი და ყველა
შესაძლო ათწილადი ისე, რომ ყოველი რიცხვის ჩაწერისას გამოიყენეს სამივე ციფრი,
თითოეული _ მხოლოდ ერთხელ. მიღებული რიცხვებიდან უდიდესი მეტია უმცირესზე:
(ა) 191,7-ით
(ბ) 337,68-ით
(გ) 408,6-ით
(დ) 429,66-ით
(ე) 431,568-ით
α 30°
ზვიგენის წონა 13 ტ
4 ჰექტარი
2 ასეთივე ტრაქტორით
6 საათში მოხნული
ნაკვეთის ფართობი
30
84. თუ ა რიცხვის 90% სამჯერ მეტია ბ-ზე, მაშინ =


(ა) 9
1 1
(ბ) 2,7
(გ) 3
31
(დ) 3
9 1
(ე) 13
85. ნინო მაისურისა და შარვლის ჩაცმას აპირებს. მას აქვს წითელი, თეთრი და ლურჯი
მაისურები და ამავე ფერების სამი შარვალი. ნინო არასოდეს იცვამს ლურჯი და წითელი
ფერის სამოსს ერთად. მაისურისა და შარვლის შეხამების რამდენი შესაძლო ვარიანტი
აქვს ნინოს?
(ა) 5
(ბ) 6
(გ) 7
(დ) 8
(ე) 9
86. ბაღში მსხლის ხე ატმის ხეზე 7 მ-ით მაღალია. ატმის ხის სიმაღლე მსხლის
სიმაღლის 3
1 ნაწილის ტოლია. რას უდრის მსხლის ხის სიმაღლე?
(ა) 7 მ
(ბ) 9,5 მ
(გ) 10,5 მ
(დ) 15 მ
(ე) 21 მ
მონაცემთა ანალიზი
წრიულ დიაგრამაზე მოცემულია, 2004 წელს ერთ-ერთ
ქვეყანაში იმპორტირებული ტვირთის საერთო წონის
რამდენი პროცენტი იქნა გადაზიდული რკინიგზით,
ავტოტრანსპორტით, საზღვაო თუ საჰაერო ტრანსპორტით.
ცხრილში კი მოცემულია, 2003 და 2004 წლებში ამ
ქვეყანაში იმპორტირებული ტვირთიდან რამდენი მილიონი
ტონა იქნა გადაზიდული რკინიგზით და ავტოტრანსპორტით
და რა სახის იყო ეს ტვირთი (საკვები პროდუქტები,
სამრეწველო საქონელი თუ სხვა).
საკვები პროდუქტები სამრეწველო საქონელი სხვა საქონელი
რკინიგზა ავტოტრანსპორტი რკინიგზა ავტოტრანსპორტი რკინიგზა ავტოტრანსპორტი
2003 წ. 30 2,7 32 12 26 3,3
2004 წ. 24 12,8 30 8 12 6,7
31
დიაგრამისა და ცხრილის მიხედვით უპასუხეთ შემდეგ ოთხ შეკითხვას:
87. რამდენჯერ აღემატებოდა 2004 წელს ავტოტრანსპორტით გადაზიდული ტვირთის
წონა საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდული ტვირთის წონას?
(ა) 1,2-ჯერ
(ბ) 1,25-ჯერ
(გ) 1,4-ჯერ
(დ) 2,75-ჯერ
(ე) 4-ჯერ
88. სულ რამდენი მილიონი ტონა ტვირთი იქნა გადაზიდული ავტოტრანსპორტით
2003 წელს?
(ა) 12
(ბ) 13
(გ) 16
(დ) 18
(ე) 27
89. 2003 წელს რკინიგზით გადაზიდული ტვირთის წონის რა ნაწილს შეადგენდა ამავე
ტრანსპორტით გადაზიდული სამრეწველო საქონლის წონა?
(ა) 7
2
(ბ) 8
3
(გ) 11
4
(დ) 12
7
(ე) 6
5
90. რამდენი მილიონი ტონა ტვირთი გადაუზიდავთ საზღვაო ტრანსპორტით
2004 წელს?
(ა) 22
(ბ) 24
(გ) 26
(დ) 28
(ე) 30
32
ამოცანები
91. ისეთი უკვეცი წილადებიდან, რომელთა მნიშვნელი 12-ის ტოლია, რამდენია 4
1 -ზე
მეტი, მაგრამ 3
2 -ზე ნაკლები?
(ა) 1
(ბ) 2
(გ) 3
(დ) 4
(ე) 5
92. 1 კგ მაკულატურისგან შეიძლება დამზადდეს 25-30 ცალი თხელი რვეული ან 10-15
ცალი სქელი რვეული. ბავშვებმა შეაგროვეს მაკულატურა, რომლისგანაც შესაძლებელია
დამზადდეს მაქსიმუმ 150 ცალი თხელი რვეული. მინიმუმ რამდენი სქელი რვეული
შეიძლება დამზადდეს ბავშვების მიერ შეგროვილი მაკულატურისგან?
(ა) 50
(ბ) 55
(გ) 60
(დ) 70
(ე) 75
93. ABჩ სამკუთხედის სამივე წვერო იმ ბადის კვანძებს
ემთხვევა, რომლის თითოეული უჯრედი კვადრატია (იხ.
ნახაზი). რამდენჯერ მეტია ამ სამკუთხედის Aჩ გვერდის
სიგრძე AB გვერდის სიგრძეზე?
(ა) 1,2-ჯერ
(ბ) 1,4-ჯერ
(გ) 1,5-ჯერ
(დ) 1,6-ჯერ
(ე) 2-ჯერ
94. ნიკამ 90 ლიტრი ღვინით 5-ლიტრიანი, 10-ლიტრიანი და 30-ლიტრიანი ბოცები
გაავსო, სულ _ 9 ბოცა. რამდენი 5-ლიტრიანი ბოცა გაუვსია მას?
(ა) 2
(ბ) 3
(გ) 4
(დ) 5
(ე) 6
33
95. ზღვის წყალს შეურიეს სუფთა წყალი, რომლის წონა ორჯერ აღემატებოდა ზღვის
წყლის წონას. მიღებულ ხსნარში მარილის წონა ხსნარის წონის 2% აღმოჩნდა. ზღვის
წყლის წონის რამდენი პროცენტი ყოფილა მარილის წონა?
(ა) 2%
(ბ) 3%
(გ) 4%
(დ) 5%
(ე) 6%
96. ქაღალდის 2 ფურცლიდან თითოეული დაჭრეს 6 ნაწილად. შემდეგ მიღებული
ნაჭრებიდან ერთ-ერთი კვლავ 6 ნაწილად დაჭრეს და ასე გაიმეორეს რამდენჯერმე.
ჩამოთვლილთაგან რომლის ტოლი შეიძლება იყოს მიღებული ნაჭრების საერთო
რაოდენობა?
(ა) 33
(ბ) 36
(გ) 43
(დ) 52
(ე) 55
97. სიბრტყეზე მოცემულია სამი წრეწირი, რომელთა რადიუსების სიგრძეა 6 სმ. ამ
წრეწირთა ცენტრებს შორის მანძილებია 12 სმ, 12 სმ და 15 სმ. სულ რამდენია ისეთი
წერტილი, რომელიც ამ წრეწირთაგან რომელიმე ორის საერთო წერტილია?
(ა) 1
(ბ) 2
(გ) 3
(დ) 4
(ე) 5
34
98. ქალაქიდან სოფელში ავტობუსი 4 საათში ჩავიდა, ხოლო მსუბუქი ავტომანქანა
იმავე გზით _ 3 საათში. როგორც ავტობუსი, ასევე მსუბუქი ავტომანქანა, თანაბარი
სიჩქარით, შეფერხებების გარეშე მოძრაობდა. რამდენჯერ აღემატება ავტობუსის მიერ
3 საათში გავლილი მანძილი მსუბუქი ავტომანქანის მიერ 1 სთ-ში გავლილ მანძილს?
(ა) 1,25-ჯერ
(ბ) 1,5-ჯერ
(გ) 1,75-ჯერ
(დ) 2-ჯერ
(ე) 2,25-ჯერ
99. მრავალკუთხედის ორი მეზობელი წვეროდან გავლებულია ყველა დიაგონალი. მათი
რაოდენობა 8-ის ტოლია. რამდენი წვერო აქვს ამ მრავალკუთხედს?
(ა) 4
(ბ) 5
(გ) 6
(დ) 7
(ე) 8
100. მ და ნ ისეთი ნატურალური რიცხვებია, რომ მ > ნ და მ + ნ = 35 .
მაქსიმუმ რისი ტოლი შეიძლება იყოს მ-ის ნ-ზე გაყოფისას მიღებული ნაშთი?
(ა) 7
(ბ) 8
(გ) 9
(დ) 10
(ე) 11

წყარო: http://naec.ge

No comments:

Post a Comment